ex-sticky პოლიტიკა

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები: სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში

Nusagi

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში.

„მედგიდის“ დამფუძნებლის, სოფო ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება ყოველდღურად და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. შესაბამისად, მედიკოსები ფიქრობენ, რომ ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24 საათიან მონიტორინგს.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო.

„უკვე 26 დღეა, რც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად მძიდება, შეიძლება ითქვას, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. დღეს ჩვენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას – არც ახლა და არც არასდროს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო.  მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ, გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში, რაც დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24 საათიან მონიტორინგს და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზე შეთანხმდა კონსილიუმი. ეს რესურსი ციხის სამკურანალო დაწესებულებას არ გააჩნია, რაც სახალხო დამცველმაც თქვა. სამწუხაროდ, სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა სხვა გზას არ გვთავაზობს და ისინი პირდაპირ წირავენ მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სააკაშვილის პირადი ექიმის ეკატერინე მხეიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს უკიდურესად დამძიმდეს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, საგანგაშო ვითარებაა, რადგან პაციენტი ასეთ მდგომარეობაში უკვე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

ექიმის განმარტებით, ეს ისეთი ზღვარია, რომელიც მეტ მოცდას აღარ ექვემდებარება, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ყოველ წამს დამძიმდეს.

„შეიძლება გზაშიც ისეთი მდგომარეობა განვითარდეს, რომ უკუქცევადი პროცესები დაიწყოს. მოგმართავთ თხოვნით და გაფრთხილებთ, ეს ისეთი რისკია, გთხოვთ, ბატონი მიხეილი გადაიყვანოთ ისეთ კლინიკაში, სადაც მას ექნება 24 საათიანი მეთვალყურეობა, მონიტორინგი, ანალიზების საშუალება, დაკვირვება“, – განაცხადა მხეიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: