უცხოური მედია

„უემოციო ფსიქოპათი“- საუდის არაბეთის პრინცს მოწამლული ბეჭდით მეფის მკვლელობის დაგეგმვაში ადანაშაულებენ

Nusagi

ყოფილი მზვერავი საად ალჯაბრი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი 2014 წელს მეფე აბდალას მოკვლას გეგმავდა რუსეთიდან ჩამოტანილი მოწამლული ბეჭდით. ამის შესახებ CBS News-ს საუდის არაბეთის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა განუცხადა.

მისი თქმით, 2014 წელს მუჰამედ ბინ სალმანი შეხვდა დაზვერვის მაშინდელ უფროსს და თავის ბიძაშვილს მუჰამედ ბინ ნაიფს და უთხრა, რომ მეფე აბდალას მოკვლა აქვს განზრახული, რათა ტახტი საკუთარ მამას, მეფე აბდალას ბიძაშვილს გაუნთავისუფლოს. 

მკვლელობის იარაღად პრინცი მოწამლული ბეჭდის გამოყენებას აპირებდა. მისი თქმით, ბეჭედს მისთვის რუსეთში დაამზადებდნენ. დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის თქმით, პრინცის საუბარი ინახება ვიდეოჩანაწერზე, რომელიც ფარულმა კამერამ აღბეჭდა. ვიდეოჩანაწერი ამ დრომდე ხელმისაწვდომია.

პრინცი ამბობს: „მინდა აბდალა მოვკლა. რუსეთიდან გამომიგზავნიან საწამლავიან ბეჭედს. საკმარისია, ხელი ჩამოვართვა და ის (მეფე) მოკვდება“,- ყვება ჩანაწერის შინაარსს ყოფილი მზვერავი. ამასთან, დასძენს, რომ შესაძლოა, პრინცმა უბრალოდ, დაიკვეხნა . თუმცა დაზვერვამ ეს ნათქვამი სერიოზულად აღიქვა. დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ მუჰამედ ბინ სალმანი მთელი კაცობრიობისთვის საშიში ფსიქოპათია, რომელსაც არ გააჩნია ემპათია და რაიმე სახის ემოცია.

მეფე აბდალა 1915 წელს გარდაიცვალა 91 წლის ასაკში. ტახტზე მისი ბიძაშვილი და მუჰამედ ბენ სალმანის მამა, სალმან ბენ აბდელ ნაიფა ავიდა. 2017 წლის ივნისში მოხდა „მსუბუქი გადატრიალება“- მეფემ თავის მემკვიდრედ თავისი ვაჟი, 31 წლის მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდი დანიშნა. 2020 წელს მუჰამედ ბენ ნაიფი დააკავეს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან და ვიცეპრემიერობიდან გაათავისუფლეს. 

ყოფილი მზვერავი ამბობს, რომ პრინცს მისი მოკვლაც სურს იმის გამო, რომ კომპრომატები გამოამზეურა. სამშობლოში ალჯაბრს (ყოფილი მზვერავი) ბიუჯეტიდან 500 მილიონი დოლარის მიტაცებისთვის ედავებიან. ალჯაბრი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ქონება დააგროვა როგორც სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა პირმა. მისივე მტკიცებით, საუდის არაბეთში დააკავეს მისი ნათესავები, მათ შორის ძმა და შვილები. ამასთან, ზოგი მათგანი აწამეს.   

იმ შემთხვევაში, თუ ყოფილ მზვერავს მოკლავენ, მან სიკვდილისწინა ვიდეო ჩაწერა, რომელშიც სამეფო ოჯახის საიდუმლოებზე საუბრობს. 2020 წელს საად ალჯაბრიმ ტახტის მემკვიდრეს ბრალი დასდო, რომ კანადის ტერიტორიაზე მის მოკვლას ცდილობდა- ამისთვის პრინცმა კანადაში 6 სავარაუდო ქილერი გაგზავნა, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო, რადგან ჩასულები კანადიდან საეჭვო ბარგის გამო დაადეპორტეს.

ამავდროულად, ყოფილი მზვერავი დარწმუნებულია, რომ სწორედ მოჰამედ ბინ სალმანი დგას ჯამალ ხაშოგის გახმაურებული მკვლელობის უკან. ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი პრინცზე კრიტიკულ წერილებს აქვეყნებდა The Washington Post -ში. ის 2018 წელს თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს, გვამი დაანაწევრეს და გადამალეს.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,329 ნახვა
%d bloggers like this: