Uncategorized

ყალბი კოვიდპასპორტების და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი ცნობების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 12 პირს ბრალი წარედგინა

Nusagi

საქართველოს პროკურატურამ თბილისში და იმერეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე, 12 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თბილისში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისთვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს ორი ყალბი ე.წ. კოვიდპასპორტი 140 ევროს სანაცვლოდ დაუმზადა, რომელშიც ყალბი მონაცემები შეიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით დაამოწმა.

„ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში, ბრალდებულებმა დაამზადეს ყალბი ცნობები და გადასცეს პირებს, რომლებმაც სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების რეგულაციებისთვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიება უკვე შეეფარდათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,267 ნახვა
%d bloggers like this: