პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე – ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც არჩეული იქნება შერიფი

Nusagi

ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც არჩეული იქნება შერიფი, ქუთაისს ექნება ყველაზე გამჭვირვალე ბიუჯეტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე დეკანოიძემ ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები წარადგინა.

მისი თქმით, ქუთაისი ევროპული ქალაქია, რომელიც იმსახურებს განვითარებას.

„მე ვიქნები სიტყვა, საქმე და ხმა თითოეული ქუთაისელის. ჩვენ ქუთაისს დავუბრუნებთ საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს. გამარჯვების შემთხვევაში, ბავშვების კვება სკოლაში იქნება უფასო, აღარ იქნება ყოველდღიური საზრუნავი მშობელს. ასევე, ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება არჩეული შერიფი, ქუთაისს ექნება ყველაზე გამჭვირვალე ბიუჯეტი. ქუთაისი იქნება რეგიონალური კულტურის ცენტრი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,072 ნახვა
%d bloggers like this: