ex-sticky საზოგადოება

აქციის მონაწილეებს 9 მარტის ბაღში მდებარე კაფე სიმბოლურ ფასად გაუმასპინძლდა

Nusagi

მშრალი ხიდის მიმდებარედ, 9 მარტის განახლებული ბაღში მდებარე არტ-კაფეში, დღევანდელი აქციის მონაწილეებს სიმბოლურ ფასად გაუმასპინძლდნენ. როგორც არტ-კაფეს მფლობელი აცხადებს, დღეს სტუმრებისგან მომსახურების პროცენტი არ აუღიათ და ყველაფერი სიმბოლურ ფასად გასცეს.

„აქციის დასრულების შემდეგ ჩვენს კაფესთან ფეხით მიმავალმა უამრავმა ადამიანმა ჩაიარა. მათ შორის იყვნენ როგორც თბილისელები, ისე რეგიონიდან ჩამოსულები. ვინც ჩვენთან შემოვიდა, გადავწყვიტეთ, სიმბოლურ ფასად მოვმსახურებოდით. მიმაჩნია, რომ დღევანდელი აქცია მართლაც საჭირო და გამორჩეული იყო თავისი ხალხმრავლობით. აუცილებელია ყველამ დაინახოს, რომ საქართველოში სტაბილურობას და სიმშვიდეს ბევრი მომხრე ჰყავს. ვეცადეთ, ჩვენი წვლილიც შეგვეტანა ამ ლამაზი დღის დასასრულს. საკმაოდ ცივი ამინდი იყო და პატრულის თანამშრომლებსაც, რომლებიც დილიდან მოვიდნენ წესრიგის დასაცავად, ცხელი ყავა ქუჩაში უფასოდ გავუტანეთ და ჩამოვურიგეთ“,-აცხადებს კაფეს მეპატრონე მაკა ჭაჭიაშვილი.

მისივე თქმით, ჩამოსულმა სტუმრებმა კაფეს თანამშრომლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და თავიანთ რაიონშიც დაპატიჟეს.

„ჩემი მშობლიური ზესტაფონიდან ერთ-ერთი ცნობილი სახაჭაპურეს მფლობელი ქალბატონიც იყო, ჩვენი ხაჭაპური შეგვიფასა, მოეწონა და თავისთანაც მიგვიპატიჟა.

ახლახანს გავისტუმრეთ სამტრედიელი სტუმრები, რომლებმაც ასეთი რამ მითხრეს: „სამტრედიაში ხე რომ ხარობს ის გვიხარია და თბილისი რომ ასე ხარობს ჩვენი ბიჭით, რა გაგვაჩერებდა სახლშიო“. ქუთაისელებმა კი, მიტომ ჩამოვედით თბილისში, გვაინტერესებდა იქ ვინ დარჩებოდაო.  მთელი ქუთაისი აქ ვართო. მოკლედ, მთელი საქართველო დღეს თბილისში იყო“,-ამბობს კაფეს თანამშრომელი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: