პოლიტიკა

გიგი უგულავა – ეს ბრძოლა არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის

Nusagi

ეს ბრძოლა არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, -ამის შესახებ ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ზუგდიდში, ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში.

„როდესაც ხელისუფლებას უსინდისობის და მარაზმის მეტი არაფერი აქვს შესათავაზებელი, ჩვენი პასუხი მხოლოდ შეიძლება იყოს ერთი – ეს არის გამარჯვება. როდესაც ხელისუფლებას პედაგოგები, ექიმები, უბრალო სახელმწიფო მიხელეები 400 კმ-ზე მიჰყავს იმიტომ, რომ მარტო ტაში აკვრევინოს და ის ხალხი ტაშს არ უკრავს, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, გავათავისუფლოთ ის ხალხი, გავათავისუფლოთ ყველა ადამიანი, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს არავინ აღარ იყოს პოლიტპატიმარი, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში“,-განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, დღეს მოქალაქეებს ხელისუფლების ეშინიათ და ეს საბოლოოდ უნდა დასრულდეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,412 ნახვა
%d bloggers like this: