ex-sticky პოლიტიკა

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს

Nusagi

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს.

„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას 30 ოქტომბრის მეორე ტურის არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ხელისუფლების მხრიდან, რაც ვრცელდება დესტრუქციული ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განაყოფების მხრიდან პარტიული ტელევიზიებისა, თუ სხვა მასობრივი ინფორმაციების საშულებებით.

მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დიდი უპირატესობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის წინ. იმ გამოკითხვისა და ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენმა პარტიამ ჩაატარა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა ქალაქის მერობის მეორე ტურის
არჩევნებზე და ასევე, უმეტეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებში“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია აპირებს ბოლომდე და უკომპრომისოდ იბრძოლოს იმ რაიონში, სადაც მეორე ტურის არჩევნებზე გავიდა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი და მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, პარტია დაუბრუნდება კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმს, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, მის გარეთ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: