პოლიტიკა

სამადაშვილი აცხადებს, რომ დღეს მთავარი საკითხი უნდა იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და არა კონტრაქციების მოწყობა

Nusagi

საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება,-ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით. თუმცა, დეპუტატი თვლის, რომ უკეთესი იქნებოდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროსაბჭოს მონიტორინგის შესაბამისი ორგანოებისთვისაც მიემართა. 

„კარგია, რომ EPP აკეთებს განცხადებას, მაგრამ უფრო ქმედითი იქნებოდა, ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართოს ევროსაბჭოს მონიტორინგის შესაბამის ორგანოებს“.,-განაცხადა სამადაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.  

„ჩვენ გვესმის ურთიერთაგამომრიცხავი შეფასებები სახალხო დამცველისგან და ხელისუფლებისგან, რომელიც თავს ესხმის სახალხო დამცველს და ადანაშაულებს მას პოლიტიზირებაში. ამიტომ კარგია, რომ დღეს უკრაინის სახალხო დამცველი შეხვდება სააკაშვილს. ყოველი დღე და ყოველი საათი ძვირფასია. სამედიცინო გამოწვევები პირველ ხაზზეა. ამავდროულად, უნდა ვიფიქროთ მექანიზმებზე, რა საშუალებით შეიძლება სააკაშვილის გათავისუფლება“,-აცხადებს სამადაშვილი.

დეპუტატის აზრით, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება იქნება ჰუმანურობის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი.

„ასევე მიგვაჩნია, რომ თუ გვსურს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში არ შევიდეთ, ყველა შესაბამისმა პირმა უნდა იმსჯელოს ამ თემაზე და ეს უნდა იყოს განსჯის მთავარი საკითხი. მაგრამ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ნაცვლად ამისა,  კონტრაქციებით არის დაკავებული“ 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,102 ნახვა
%d bloggers like this: