ex-sticky პოლიტიკა

ყველა თანხმდება, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არსებობს, ამიტომ EPP-ის განცხადება საკვირველია

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხდება გაჯიუტება საკითხის პოლიტიზება, რომ გინდა თუ არა, უნდა მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ჰოსპიტალში,-ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას ეხებოდა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ EPP-ის განცხადება საკვირველია.

„ ყველა თანხმდება იმაზე, რომ დღეს არანაირი საჭიროება მისი ჰოსპიტალიზაციის, არ არსებობს. არც კონსილიუმი, არც იუსტიციის სამინისტრო და არც თავად მიხეილ სააკაშვილი, არ ამბობენ, რომ მისი დღევანდელი მდგომარეობა საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. თუკი დადგება საჭიროება, რომ მოხდეს მისი სტაციონარში განთავსება, ეს მოხდება ისე, როგორც სხვა შემთხვევაში ხდება- სააკაშვილი არის მსჯავრდებული და მოხდება მისი მოთავსება მე-18 დაწესებულებაში, სადაც ექნება შესაბამისი პირობები-ოთახი და სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება კვლევებს, რომელიც შეიძლება მას დასჭირდეს და თუ შესაბამისი აპარატურა არ იქნება მე-18 დაწსებულებაში, მიიტანენ ამ აპარატურას მსჯავრდებულთან, ან მსჯავრდებულს მიიყვანენ აპარატურასთან და დააბრუნებენ ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“,-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: