პოლიტიკა

გიორგი არველაძე: ეს შენობა თუ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლედ არ ვაქციოთ…

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიზნესცენტრის ფოტოს აქვეყნებს და შენობასთან დაკავშირებით არსებულ გეგმებს ახმოვანებს.

„ეს შენობა თუ მოსწავლე ახალგაზრდობის სწავლისა და განვითარების სასახლედ არ ვაქციოთ, შეგვირცხვეს ეროვნული ნამუსი!“,-წერს გიორგი არველაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბიზნესმენების ქონების ჩამორთმევა და დასაკუთრება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. პროკურატურაში შესულია 22 000 საჩივარი, რომლის უმრავლესობა წართმეულ ქონებას ეხება.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ სპეციალური კომისიის შექმნა დააანონსა, თუმცა დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი დღემდე ვერ იქნა მიღწეული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,084 ნახვა
%d bloggers like this: