საზოგადოება

სააკაშვილი ექიმების დახმარებას მიიღებს, რადგან მას ადვოკატებთან კონფიდენციალური კომუნიკაციის საშუალება დაუბრუნეს

Nusagi

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის დახმარების მიღებაზე თანხმობას აცხადებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ადვოკატებთან კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობის დაბრუნების შემდეგ მიიღო.

ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილება მედიას მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააცნო.

„გუშინ შექმნილი პრობლემა კომუნიკაციასთან დაკავშირებით, როდესაც ბარიერი ამოგვიშენეს ბოლომდე და არ გვეძლეოდა წერილების გაცვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, იმ ფორმით კომუნიკაცია, რაც გამორიცხავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ეს პრობლემა მოგვარდა და უკვე მოგვეცა მასთან ისეთი ფორმით კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც ყველა რისკს გამორიცხავდა ამ მიმართულებით.-

სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა სამედიცინო დახმარების მიღებასა და ანალიზების ჩაბარებაზე უარის თქმა, ასევე გააგრძელებს მედიკოსებთან კონსულტაციას.

დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში კონსილიუმის ექიმები ელოდებოდნენ სააკაშვილთან შესვლას, თუმცა პროტესტის მძიმე ფორმის გამო ეს არ შედგა, რის გამოც ის წუხს და ბოდიშს უხდის ექიმებს. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას და ნდობას კონსილიუმის წევრი ექიმების მიმართ“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,329 ნახვა
%d bloggers like this: