უცხოური მედია

სააკაშვილი საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად ჩავიდა – ალექსანდრე დონი

Nusagi

„სააკაშვილს საქართველოში პარტია არა აქვს. ის საქართველოს მოქალაქე არ არის. სააკაშვილი ვერც საპარლამენტო, ვერც ადგილობრივ და ვერც სხვა არჩევნებში საქართველოში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასე რომ ერთადერთი მიზანი, რისთვისაც ის საქართველოში ჩადიოდა, იყო რევოლუციური სცენარი“, – ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ალექსანდრე დონმა ტელეკომპანია „ნაშ“-ის ეთერში განაცხადა.

„სიტუაცია სააკაშვილთან დაკავშირებით არის საკმაოდ რთული. ის საქართველოს ციხეში იმყოფება კონკრეტული სასჯელით. ის შიმშილობს და, რა თქმა უნდა, მე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. მიმაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში ყველაზე ლოგიკური იქნებოდა სააკაშვილის გადაცემა უკრაინული მხარისთვის. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოში დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში იყვნენ ბრალდებულები. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. საქართველოში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ შემდეგ უკრაინული მხარის მოთხოვნით გადაეცნენ კიევს. ახლა ისინი უკრაინის საპატიმროში არ იმყოფებიან“, – ამბობს ალექსანდრე დონი.

„ამჟამად საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი უკრაინაში სააკაშვილის დეპორტაციისთვის, მაგრამ, ჩემი აზრით, სააკაშვილის ყოფნა ქართულ ციხეში თბილისის ინტერესებში არ შედის. მის ინტერესებშია სააკაშვილის გადაცემა უკრაინისთვის, რათა მან სასჯელი უკრაინაში მოიხადოს, მე ვფიქრობ, რომ ასეც მოხდება“, – ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: