Uncategorized

„უნდა შევხვდეთ სამი პრეზიდენტი და არ დავუშვათ, რომ ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი ჩაიწეროს“ – მარგველაშვილი

Nusagi

ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უნდა შედგეს შეხვედრა ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს შორის, რათა არ მოხდეს იმგვარი ტრაგიკული ფაქტი, რომელიც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში დადგა.

მისი თქმით, პრეზიდენტები ვალდებული არიან შექმნილი ვითარება განმუხტონ და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

„ჩემი მოსაზრება იყო, რომ შეხვდეს სამი პრეზიდენტი ერთმანეთს. ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე, ჩვენ ვართ სამი ადამიანი, რომელსაც ისეთი ფიცი გვაქვს დადებული ქვეყნის წინაშე, რომელსაც არ ცვლის არც დრო და არც თანამდებობა.

ამ ადამიანებს ჩემი აზრით, გვაქვს საფუძველი, რომ შევხვდეთ და ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე ვისაუბროთ ქვეყნის სტაბილურობაზე, იმიტომ, რომ სწორედ ამ სიტყვებით დავდეთ ფიცი ღვთისა და ერის წინაშე. მე მზად ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის და თუ ქალბატონი სალომე სხვა ფორმატს განსაზღვრავს, მზად ვარ ამისთვის, რისი მიზანიც იქნება დაძაბულობის განტვირთვა და სიტუაციის არ მიყვანა ტრაგიკულ ისტორიულ შედეგამდე.

ჩემი აზრით, ეს ჩვენი, სამივეს მოვალეობაა, როგორც სააკაშვილის, ისე ჩემი და ქალბატონი პრეზიდენტის, რადგან თუ ისეთივე ტრაგიკულ ფურცელს ჩავწერთ ჩვენს ისტორიაში, როგორიც პირველ პრეზიდენტთან მიმართებით ჩავწერეთ, ამას ჩვენ ძნელად გავექცევით. ძნელად გაექცევა ნებისმიერ ჩვენგანი, როდესაც ვინმე ეტყვის, თქვენ ის ერი არ ხართ, რომელიც, როგორც კი რომელიმე პრეზიდენტი წავა რუსეთის წინააღმდეგ, ამა თუ იმ მიზეზით, სიკვდილამდე მიგყავთ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,165 ნახვა
%d bloggers like this: