პოლიტიკა

ბ-ნმა მიშამ თავისი დატოვებული სასამართლო სისტემით მოიპოვა პატიმრობა ისევე, როგორც რობესპიერმა- გილიოტინა

Nusagi

ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

გაფრინდაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, თავისი მონაგარის შედეგს იღებს.

როგორც ვაჟა ექიმმა განაცხადა, ისევე როგორც რობესპიერმა მოიპოვა საკუთარი თავისთვის გილიოტინა, სააკაშვილმაც მის მიერვე დატოვებული სასამართლო სისტემით მოიპოვა საკუთარი პატიმრობა.

„რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ციხეში ყოფნა. არავის ვუსურვებ ციხეში ყოფნას, იმიტომ, რომ საკმარისია, რამდენიმე დღე გაატარო, რომ უკვე იცოდე, როცა დასრულდება მისჯილი ვადა, რას გააკეთებ შენ. არ არის აუცილებელი, 10 და 20 წელი გაატაროს იქ, ერთ კვირაში, ერთ თვეში უკვე საკუთარ თავში მოხარშული გაქვს და იცი – რა და როგორ არის.

ბატონი მიშას შიმშილობა, ჩემი აზრით, ალბათ არ იყო მისი იმპულსური გადაწყვეტილება, რადგან ძალიან ძნელია, ასე უცბად დაიწყო შიმშილობა, თუ წინასწარ არ მოემზადე.

სამწუხაროდ, ალბათ ბატონი მიშა თავისი მონაგარის შედეგს იღებს, იმიტომ, რომ მე ბატონი მიშას წინააღმდეგი ვიყავი თავის დროზე, იმიტომ, რომ მე არ მინდოდა პრეზიდენტი, რომელიც იმპულსურად იღებდა გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ, იმ პერიოდში ასე იყო.

დიდი ძალაუფლება ჰქონდა ხელში და, სამწუხაროდ, ეს დამახასიათებელია ალბათ, ყველა რევოლუციური გარდაქმნების პერიოდისთვის.

როგორც რობესპიერმა გილიოტინა მოიპოვა თავისი თავისთვის, ბატონმა მიშამ თავისი დატოვებული სასამართლო სისტემით მოიპოვა თავისი პატიმრობა – მას რომ ეს სისტემა არ დაეტოვებინა – რომლებიც მაშინ, ვთქვათ, ოცნებისთვის ცუდს აკეთებდნენ და დღეს უკვე კარგს აკეთებენ – ეს შედეგი არ იქნებოდა.

ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ალბათ, ბატონი მიშას პირველი მოთხოვნაც ეს არის, რომ მას ჰქონდეს საშუალება, თავისი სიმართლე თუ უდანაშაულობა დაამტკიცოს. მე არ მაქვს ამის უფლება, მე გადავწყვიტო, შეიძლება მე ჩემი აზრი მქონდეს, მაგრამ ეს სამართლიანმა სასამართლომ უნდა დაადგინოს.

ადამიანი თუ რაღაცას აკეთებ, შეცდომებიც ყოველთვის მოგდის, მთავარია, შეცდომები არ იყო სისტემური და არ მოქმედებდეს ქვეყნის ცუდად განვითარებაზე.” – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: