ex-sticky პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ქუთაისში უმრავლესობის არჩევანი არ იქნება ხატია დეკანოიძე

Nusagi

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ყოფილ შსს მინისტრს კაბინეტში უვარდებოდა და ეუბნებოდა – ოლიგარქი, კორუმპირებული, ბანდიტი ხარ და ციხეში უნდა იჯდეო! ამ დროს ხატია დეკანოიძე, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, თავად ავაკოვთან, ამ ე.წ. კორუმპირებულთან ძალიან ახლო ურთიერთობაშია და ამას არ მალავს,ამის შესახებ ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როგორც ჩანს, გუნდის შიგნით სააკაშვილს გუნდის მართვის სადავეები ხელიდან გაეშვა.

„სააკაშვილი ვერ უშლიდა და ახლა, ციხეში გამომწყვდეული, საერთოდ ვერ უშლის ხელს ხატიასა და ავაკოვის ურთიერთობას. ფაქტია, ხატია ავაკოვთან ურთიერთობით სააკაშვილის წინააღმდეგაა! გუნდში შიდა დაპირისპირებაა, საყვედურობენ სააკაშვილსა და მელიას ხატია დეკანოიძის ქალაქ ქუთაისში მერობის კანდიდატად წარდგენას. გუნდის წევრებს არ ესმით “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი რატომ უნდა იყოს უკრაინიდან გამოგდებული ხატია დეკანოიძე.

დაიცადეთ, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. ამომრჩეველი 30 ოქტომბერს საკუთარ არჩევანს გააკეთებს და ქუთაისში უმრავლესობის არჩევანი არ იქნება ხატია დეკანოიძე , მე ამაში დარწმუნებული ვარ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,097 ნახვა
%d bloggers like this: