ex-sticky პოლიტიკა

ირაკლი თავდგირიძე გახარიას პარტიას ტოვებს-კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა

Nusagi

,,არა ნაცებს!!! არა ბოროტებას!!! ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!’ ’- წერს სოციალურ ქსელში, პარტია ,,საქართველოსთვის’’ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ირაკლი თავდგირიძე აცხადებს, რომ ტოვებს თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას აგრძელებს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

,,ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მით უმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ! არა ნაცებს!!! არა ბოროტებას!!! ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!’’ – წერს facebook – ზე ირაკლი თავდგირიძე.

ცნობისთვის, თავდგირიძე არჩევნებამდე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო, თუმცა თანამდებობის დატოვება მოუხდა. თავდგირიძე აცხადებდა, რომ თანამდებობიდან გახარიასადმი პოლიტიკური სიმპათიების გამო გაათავისუფლეს. მოგვიანებით ის გახარიას გუნდს შეუერთდა და ბათუმის ორგანიზაცია ჩაიბარა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: