Uncategorized

ბექა დავითულიანი: მელია ახლა სხვა უბანზე წავა არეულობის მოსაწყობად, მაგრამ სადაც წავა ჩვენც იქ მივალთ

Nusagi

ჩვენ არჩევნები მოგებული გვაქვს, ეს უბანი მოგებული გვაქვს. ამიტომ მელიას სურს დესტაბილიზაციის გამოწვევა, თუმცა არაუშავს, ჩვენც აქ ვართ. ახლა სხვაგან წავა, მაგრამ ჩვენც იქ მივალთ,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ვაზისუბნის 62-ე უბანთან მისვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ თბილისში არჩევნებს აგებს და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, პროვოკაციების მოწყობაა.

უბანთან „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს შორის პოლიციელებმა კორდოანი გააკეთეს. დაკავებულია ერთი მოქალაქე, რომელმაც მელიას კეფაში ხელი დაარტყა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: