პოლიტიკა

გია აბაშიძე: ეს ტყუილი გაავრცელეს ურეიტინგო, ეკლესიასთან მებრძოლმა კორძაიამ და მგიმო-ელმა ხოშტარიამ

Nusagi

ექსპერტი გია აბაშიძე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებას, რომლის მიხედვითაც , მათ თითქოსდა, კარუსელის ფაქტი ამხილეს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთ ადამიანზე გაცემული ორი პირადობის მოწმობა დიდი სისტემური დანაშაულია და იუსტიციის სამინისტროს გარეშე არ მოხდებოდა.

გია აბაშიძის თქმით, ფაქტია, რომ ამგვარი დეზინფორმაციისა და მანიპულაციების ტირაჟირებით ასეთ სუბიექტებს აქვთ ის უპროცენტო წონა პოლიტიკაში, რასაც იმსახურებენ!

ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილის განმარტებით, ელენე ხოშტარიას ისტერიკა მხოლოდ სანახაობრივი ხასიათისაა, სინამდვილეში მის მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი!

„ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური.

გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.

იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული. ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა. იცით აგებთ, მაგრამ დაიწყნარეთ ნერვებიდა დაელოდეთ საბოლოო შედეგს რა…“,-წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,412 ნახვა
%d bloggers like this: