პოსტები სოციალური ქსელიდან

ესეც ჩემი წაბლის მურაბა, ტკბილი და არომატული!-რუსუდან მაჭავარიანი

Nusagi

ფეისბუქ მომხმარებელი, რუსუდან მაჭავარიანი, წაბლის მურაბის მომზადების წესებს სთავაზობს მეგობრებს:

,,ინგრედიენტები: – წაბლი გასუფთავებული,1 კგ.-შაქარი 1 კგ-წყალი სამი ჭიქა-ერთი დიდი ლიმონის წვენი- ვანილი. კილონახევარი წაბლი,( უმჯობესია გურული მსხვილი წაბლი,არა ცხენის) გავრეცხოთ ჯვრისებურად ჩავსეროთ და მოვხარშოთ,ისე რომ ძალიან არ გადაგვეხარშოს, ამოვიღოთ ცხრილზე და გავაცალოთ კანი,გავათავისუფლოთ შიდა თხელი აპკისგან და მოვათავსოთ ჭურჭელში.

ავიღოთ ერთი კილოგრამი შაქარი,დავასხათ სამი ჭიქა წყალი და მოვხარშოთ ვაჟინი,(ცოტა სქელი,)ჩავყაროთ შიგ გასუფთავებული წაბლი,ჩავასხათ ლიმონის წვენი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი. მერე გამოვრთოთ და ბოლომდე როცა გაგრილდება, ისევ ხელახლა ავადუღოთ.

დავუმატოთ ვანილი და 15 წუთში გამოვრთოთ. ჩავალაგოთ ქილებში და მივირთვათ გემრიელად.”=წერს რუსუდან მაჭავარიანი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,329 ნახვა
%d bloggers like this: