ex-sticky პოლიტიკა

პრემიერი უკრაინელ ჟურნალისტს: გირჩევდით, მეტად გამოწვრთნათ საკუთარი თავი, რომ კითხვები სწორად დასვათ

Nusagi

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, მედიის კითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო ჟურნალისტი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინულ ტელეარხს წარმოადგენდა. „ვინ აიღებს პასუხისმგებლობას სააკაშვილის სუიციდზე?“, – იკითხა მან, რაზეც პრემიერმა განაცხადა:

„პირველ ყოვლისა, გირჩევდით, რომ მეტად მოამზადოთ, გამოწვრთნათ საკუთარი თავი, რომ კითხვები სწორად დასვათ, ეს ერთი. მეორე – პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. სააკაშვილი არაა პრივილეგირებული და არც იქნება. კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს და ყველა ჩვენგანმა, ამ ქვეყნის ნებისმიერმა მოქალაქემ, მას პატივი უნდა სცეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,192 ნახვა
%d bloggers like this: