პოლიტიკა

ხან დიეტა, ხან მოკვდეს- ეს დაცინვა და შეურაცხყოფა ყველა ზღვარს სცილდება

Nusagi

ქართული ოცნების” განცხადებები, დამოკიდებულება, ქმედებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ აბსოლუტურად ყველა საზღვარს სცდება, ადამიანურს, მორალურს თუ პოლიტიკურს, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მმართველი გუნდის წევრების დამცინავი და შეურაცხმყოფელი განცხადებები მათ ამორალურობაზე მიუთითებს.

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ვის არა. ასევე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ უნდა გასამართლდეს და ვინ არა იმიტომ, რომ აბსოლუტურად არავინ არ უნდა იყოს ხელშეუხებელი, მაგრამ სამართლიანი სასამართლოთი. ჩვენ რასაც ვისმენთ, ხან დიეტა, ხან მოკვდეს, ეს დაცინვა და შეურაცხყოფა მხოლოდ “ქართული ოცნების” დიდ დეგრადაციაზე და ამორალურობაზე მეტყველებს. არავის მიმართ ასეთი მოქცევა არ შეიძლება, არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არც თეა წულუკიანის, არც ერთი ადამიანის მიმართ ასეთი მოქცევა არ შეიძლება”,-განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, ხოშტარიამ უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი. ელენე ხოშტარიას შეფასებით, „ძალიან სევდიანია, რომ მართლმსაჯულების სისტემა ყოველ არჩევნებზე ამ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და ყველა გამოძიებას თავისი სახელი აქვს”.

„აბსოლუტურად ფაქტია, რომ ოპოზიცია მომართული ვართ მშვიდობიან ცვლილებაზე. მინდა, რომ ძალიან ცუდი სიზმარივით ეს მალე დავივიწყოთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,497 ნახვა
%d bloggers like this: