პოლიტიკა

მდიდარი, მაგრამ 1%-იანი პარტიები (ლელო, სტრატეგია და ა.შ) გაზაფხულის თოვლივით გაქრებიან, გამოირიცხება კრებსითი გუბაზების არსებობა

Nusagi

ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი გადაიშალა ქართულ პოლიტიკაში. კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა, რის შემდეგაც დაიწყება სრულიად ახალი პოლიტიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბება.

ამდენი წარუმატებლობის და მიღებული უარის შემდეგ, ბოროტების ბუდე – ნაცმოძრაობა დაიშლება;

ბიზნესმენები და სხვა კონფორმისტები, ვინც ძალაუფლების ცვლილებაში ამაოდ დაარწმუნეს, კატის კნუტებივით დაიწყებენ ლაქუცს ქართულ ოცნებასთან და კიდევ ერთხელ შეიცვლიან პოზიციას(ქართული ოცნებაც სიამოვნებით მიიღებს მათ).

გაზაფხულის თოვლივით გაქრებიან მდიდარი მაგრამ 1%-იანი პარტიები (ლელო, სტრატეგია და ა.შ). ამით განთავისუფლება სივრცე კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და სუფთა ადამიანებისთვის.

იდეური და ღირებულებითი თანხმიერების საფუძველზე შეიქმნება ახალი პოლიტიკური ჯგუფები. ამ რეალობაში გამოირიცხება კრებსითი გუბაზების არსებობა. ქართულ ოცნებას გამოეცლება საოცნებო მოწინააღმდეგე და მოუწევს სამართლიან, საფუძვლიან და არგუმენტირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

მოსახლეობის ინტერესები დაბრუნდება დღის წესრიგში, ხალხი ამოისუნთქებს და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. ასე რომ არჩევნების შედეგებს ვულოცავ ქარველ ხალხს!,-წერს ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,412 ნახვა
%d bloggers like this: