პოლიტიკა

ნიკა მელია ქუჩის აქციებს აანონსებს

Nusagi

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საზოგადოებას დღეს 7 საათზე ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საკუთარი გეგმების შესახებ საღამოს, რუსთაველის გამზირზე ისაუბრებს.

“ლელოს” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

“ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები, სადაც ერთ-ერთი, რაც იკადრეს იყო ტოტალური გაყალბება. ბევრი სხვა რამ იკადრეს, ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ გუშინდელი აქტიურობისთვის, თავდადებისთვის და მხარდაჭერისთვის.

გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო და ბუნებრივია არავინ ვაპირებთ, ჩვენი ღრმა რწმენით არც ერთი თავმოყვარე საქართველოს მოქალაქე, ყველაფერი იმის შემხედვარე, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ, არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას და აპირებს ბრძოლას ძალიან მტკიცეს, ურყევს, მშვიდობიანად მაგრამ ძალიან მტკიცედ.

იმისათვის, რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, დღეს საღამოს 7 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტული გეგმის თაობაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები, რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფალს შერჩება” – აცხადებს ნიკა მელია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,236 ნახვა
%d bloggers like this: