ex-sticky პოლიტიკა

მიშა, ქართველი ხალხი გიბრძანებს არ მოკვდე და თუ საჭიროა, შიმშილობაც უნდა შეწყვიტო!

Nusagi

ქართველი ხალხი გიბრძანებს არ მოკვდე და თუ საჭიროა, ამისთვის შიმშილობაც უნდა შეწყვიტო, – ასე მიმართა პატიმა მიხეილ სააკაშვილს  „ნაციონალური მოძრაობს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ აქციაზე, რომელიც რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან გაიმართა.

ბარამიძის თქმით, სააკაშვილი ვალდებულია გადარჩეს, ის ვალდებულია იცოცხლოს.

„ის ვალდებულია ამ პუტინის ლეკვებს და ძაღლებს არ მისცეს საშუალება, რომ გულწასული და მკვდარი ნახოს. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება ახლა მოკვდეს და როგორც მიშა სააკაშვილმა უბრძანა რომა შამათავას, ბატონო ოფიცერო, რომა, შეწყვიტე შიმშილობა“ და რომამ უპასუხა: „არის, ბატონო პრეზიდენტო!“ მას სხვა უფლება არ ჰქონდა. ვის შეუძლია უბრძანოს მიხეილ სააკაშვილს? – არავის არ შეუძლია, მხოლოდ ერთია ღმერთი ცაში და ქვემოთ ქართველი ხალხი. მიშა, შენ ხარ ამ ხალხის უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც უნდა გაუძღვე წინ ამ მშვიდობიან, არაძალადობრივ რევოლუციაში გამარჯვებამდე. შენ არ გაქვს უფლება მოკვდე! ქართველი ხალხი გიბრძანებს არ მოკვდე და თუ საჭიროა ამისთვის შიმშილობაც უნდა შეწყვიტო. ვალდებული ხარ, როგორც რომა შამათავამ გითხრა „არის ბატონო პრეზიდენტო!“, ასე უთხრა ხალხს ამ ბრძანებაზე. ამიტომ თუ ამას ეტყვის ქართველი ხალხი, მიშა ვალდებული იქნება ასე გააკეთოს. ხალხია მთავარი, ვისაც ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა ემორჩილებოდეს. ამიტომ ჩემო მიშა, მოისმინე ხალხის ხმა. მტრის ჯინაზე არ მოკვდე, იყავი გამარჯვებული, გაუძეხი ხალხს წინ და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ბარამიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: