პოსტები სოციალური ქსელიდან

გიორგი ბერეჟიანი: რა ვქნა? ეს რომ მახსენდება მიჭირს ვუთანაგრძნო იმ გარეწარს

Nusagi

პუბლიცისტი გიორგი ბერეჟიანი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში გარკვეული პერიოდი გაატარა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ჩემთან იჯდა 27 წლის ბიჭი, კლასელმა ნახმარი შპრიცი ჩაუდო ჯიბეში, სხვა გზა არ დაუტოვეს სოდის კურატორებმა, პირობითი რვა წლის გაცოცხლებით აშინებდნენ, ისე გაუბაზრდა აგენტობა, რომ არავინ ეკარებოდა. ამიტომ ძმაკაცს, ცხოვრებაში რომ არ გაკარებია ნარკოტიკს, ჩაუდო.

პროკურატურამ იცოდა ყველაფერი და აღიარების სანაცვლოდ საპროცესო გაუფორმეს, 5 ათასი და 7 წელი პირობითი. ფულო გადახდილი, ბინა ჩადეს, ხელი მოწერილი და წაიყვანეს სასამართლოზე. დაგვემშვიდობა, ტიროდა, რცხვენოდა ჩვენი. მაგარი გულიანი იყო.

საღამოს მოიყვანეს. ვისზეც განიცდის ერი, იმ სათნოს წამოუროშავს, არავითარი საპროცესოებიო. ალბათ ვინმე ნაშამ არ მისცა. პროკურატურას უთქვამს, გადავიფიქრეთო. 9 წელი რეალური სროკი გლიჯეს.

დეპრესიაში ჩავარდა, ავადმყოფი დედა დარჩა დაგირავებულ ბინაში, სხვა არავინ ჰყავდა. მე ქსანში წამიყვანეს, ეგ რუსთავში. ორ თვეში რესბალნიცაზე მოვხვდი, რომ არა მაყურებელი, ქსანში ამომხდებოდა სული. იქ ვნახე ქირურგიულში იწვა, რვა სანტიმეტრიანი სიმსივნით წვრილ ნაწლავზე, საშინელი ტკივილებით, ანალგინით უყუჩებდნენ. ერთი თვეა ველოდები ონკოლოგიურში ოპერაციასო, ფული არ აქვთ, რომ გადარიცხონო.

ფსიქიატრიულში ვითრევდი ამინაზინს და იმას ვასმევდი, რომ როგორმე დაეძინა. 45 კილო გახდა 76 კილოიანი ბიჭი. მე ისევ ქსანში წამიყვანეს. ტირილით დამემშვიდობა, ვეღარ გნახავო, ვიციო. ძლივს შევიკავეთავი, რომ არ მეტირა, ლამის გული გამისკდა. სიკვდილის პირას მისული შეუწყალებიათ და ონკოლოგიურში გადაუყვანიათ. ერთ კვირაში დაგვტოვა მისმა ლამაზმა სულმა. ციხეს არ დაეწერა მისი სიკვდილი. დედაც მიჰყვა უკან.

რა ვქნა? ეს რომ მახსენდება მიჭირს ვუთანაგრძნო იმ გარეწარს. რამდენი მსგავსი ისტორია მოხდა მისი მბრძანებლობის დროს, ვინმემ იცის? ან ვინმეს ლურჯ ნაცებში აინტერესებს? ღარიბაშვილის ცინიზმი ამაზრზენია, სულ ფეხებზე რომ ჰკიდია, რა ხდებოდა მაშინ, როცა თვითონ ბანკში ოჯახის მუჭუჭი იყო. ვითომ ძალიან განიცდის მიხოს დროს ჩადენილ უბედურებებს, არტისტ ბლიად“,-წერს გიორგი ბერეჟიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: