ex-sticky პოსტები სოციალური ქსელიდან

ვიწყებ შიმშილობას საკვები დანამატებით, ჩემი უფლებების დაცვას მთლიანად ნინო ლომჯარას ვანდობ

Nusagi

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ იწყებს “შიმშილობას საკვები დანამატებით, აბი გლუკოზებით, წვენებით და ჯელი ბონებით”.

“ჩელენჩი ნომერ 4352: ვიწყებ შიმშილობას ‘საკვები დანამატებით’, აბი გლუკოზებით, წვენებით და “ჯელი ბონებით”. ვითხოვ, რომ ქალაქი ტროა გათავისუფლებულ იქნას აქაველების ოკუპაციისგან. ოკუპანტებისგან გათავისუფლდეს მისი 15-ვე შრე დაახლოებით 1243 დღის განმავლობაში.

ამ დღეებს განმავლობაში მე ვიქნები ძალიან მკაცრ და მეტად დაუნდობელ ‘საკვებდანამატებიან+ვიტამინებიან’ შიმშილობაზე. სანამ ჰექტორი არ დაგვიბრუნდება ცოცხალი – მე ამ მკაცრ შიმშილობას არ შევწყვეტ.

მყავს უკვე ჩემი ‘ტრადიციული სამედიცინო კონსილიუმი’ – სახალხო დამცველს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ. ამ ნეოლიბერალიზმის პირობებში ცოტა გვიჭრს ოჯახში და შიმშილობის მეთუთხმეტე დღეს იქნებ ცოტა ‘საკვები დანამატებით შემოგვეშველოს’ – მე ხომ იიც ძალიან მიყვარს შიმშილობის დროს ჯელი ბონები. ჩემი უფლებების დაცვას მთლიანად ნინო ლომჯარას ვანდობ და დიდი იმედი მაქვს მას, როგორც სახალხო დამცველს ჯელი ბონების ‘დანამატებზე’ რამენაირად ხელი მიუწვდება. თვარა, თუ ვერ შეძლო ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება – დევიღუპეთ მე, ჰექტორი, პარისი და დაჟე კლიტემნესტრაც”, – წერს კაკაბაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,969 ნახვა
%d bloggers like this: