ex-sticky პოლიტიკა

სააკაშვილი გამოქვეყნებულ კადრებზე: ექიმებმა მითხრეს, რომ ვიღებ წამლებს

Nusagi

პატიმრობაში მყოფი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი  პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

“რა კად­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა დღეს ივა­ნიშ­ვილ­მა? – ზუს­ტად ის, რაც და­წე­რა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა და არა­ერ­თხელ ვთქვი მეც, რომ მედ­პუნ­ქტში ექი­მე­ბის­გან ვი­ღებ­დი კონ­სი­ლი­უ­მის გა­მო­წე­რილ მი­ნე­რა­ლურ და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტურ და­ნა­მა­ტებს, რაც წო­ნის კლე­ბის პი­რო­ბებ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის, პულ­სის, გუ­ლის­ცე­მის და მი­ნი­მა­ლუ­რი გლუ­კო­ზის მი­სა­ღე­ბად.

სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნეტ­ში საჭ­მე­ლად არა­ვინ და­დის, იქ სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას უტა­რე­ბენ პა­ცი­ენ­ტებს. სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნეტ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად აყე­ნია ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი, ოღონდ არა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის, არა­მედ უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით. რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი რომ იწერ­დნენ და სხვა თუ არა­ფე­რი, ეს კი­დევ აბ­სურ­დულს ხდის ამ ვი­დე­ო­კად­რებს.

ამას გარ­და, ყვე­ლა­ფერ­ზე, რა­საც ცი­ხე­ში ვი­ღებ, აქა­უ­რი წე­სე­ბით ხელს ვა­წერ და ამ კონ­კრე­ტულ “კონ­სერ­ვებ­ზე“, რო­მელ­თა ფოტო აჩ­ვე­ნეს, ხელი არ მო­მი­წე­რია და არც მი­ნა­ხავს. არც მა­გი­და­ზე ან სად­მე სხვა­გან არ ჩანს ეს ქი­ლე­ბი, არა­და თვალ­თვა­ლის კა­მე­რე­ბი ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვეა და შე­ეძ­ლოთ ად­ვი­ლად და­ე­ზუ­მათ და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ. კვლავ ვი­მე­ო­რებ, საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სა­კან­ში და მეტი არ­სად, ხოლო სა­მე­დი­ცი­ნო ოთახ­ში შე­გიძ­ლია მი­ი­ღო მხო­ლოდ ექი­მე­ბის მიერ გა­მო­წე­რი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა ფორ­მით – ტაბ­ლე­ტის, გა­დას­ხმის თუ სი­თხის სა­ხით.

სწო­რედ ამ­გვა­რი გან­მარ­ტე­ბა მი­ვი­ღე ყვე­ლა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში, რომ ვი­ღებ წამ­ლებს.

კად­რე­ბის სრუ­ლი­ად სა­მარ­ცხვი­ნო და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით, მე ნამ­დვი­ლად ვე­რა­ფე­რი და­მაკ­ლეს. უფრო, პი­რი­ქით, ყვე­ლა დარ­წმუნ­და, რომ ნამ­დვი­ლად ვშიმ­ში­ლობ და, რბი­ლად რომ ვთქვათ, სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­ში არ ვიმ­ყო­ფე­ბი. ამ კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით უდი­დე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ცი­ხის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, რო­მელ­თაც დღეს მე გან­მი­ცხა­დეს, რომ დღემ­დე არ და­მირ­ღვე­ვია შიმ­ში­ლო­ბის ნორ­მე­ბი და ის, რა­საც ვი­ღებ ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, არ წარ­მო­ად­გენს კვე­ბას.

იგი­ვე უთხრეს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­საც, რაც აი­სა­ხა კი­დეც მის დღე­ვან­დელ დას­კვნა­ში.ყვე­ლა­ფე­რი ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლის ფონ­ზე, შა­ბათ დი­ლი­დან უკვე არ ვი­ღებ აღა­რა­ნა­ირ და­ნა­მატს, რო­მელ­ზეც წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა მქონ­და მი­ცე­მუ­ლი კონ­სი­ლი­უ­მის­თვის. ახლა ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა ისე­დაც ყო­ველ­დღე უა­რეს­დე­ბო­და და ალ­ბათ, კი­დევ უფრო სწრა­ფი ტემ­პით გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამო­უ­წუ­რა­ვია ჩემი რწმე­ნა, რწმე­ნა გა­მარ­ჯვე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის. გან­სა­კუთ­რე­ბით, ცი­ხეს­თან დღე­ვან­დე­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტო სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ის შემ­დეგ, რის­თვი­საც მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ იქ მყოფს.

და მთა­ვა­რი, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა, ოლი­გარ­ქის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბაა მისი ჭეშ­მა­რი­ტი და ერ­თა­დერ­თი მფლო­ბე­ლის, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის. ამი­ტომ, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, მათ შო­რის, ჩემ­მა სა­კი­თხმაც არ უნდა შეგ­ვიც­ვა­ლოს მთა­ვა­რი ფო­კუ­სი – მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ჩა­მო­შო­რე­ბა ქვეყ­ნის მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი­დან”, – ნათ­ქვა­მია სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,795 ნახვა
%d bloggers like this: