ex-sticky მედიცინა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Nusagi

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 115 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 989 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 104 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 752 855-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.45%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 627 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 688 781.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 435 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა – 168, იმერეთი – 766, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 246, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 420, მცხეთა-მთიანეთი – 59, სამცხე-ჯავახეთი – 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 613.

1 314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 – თბილისში, 272 – აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათშორის, თბილისში – 45, ხოლო აჭარაში – 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 6 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 201 ადამიანი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,844 ნახვა
%d bloggers like this: