ex-sticky Uncategorized

ხელისუფლებას მივმართავ, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი

Nusagi

მინდა ხელისუფლებას მივმართო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ რამეს გაბედავს გასცენ საკადრისი პასუხი, რას ჰქვია გადატრიალება, რას ჰქვია პიკეტირება, დამთავრდა მაგათი დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს როგორც პოლიტიკური პარტია, – ამის შესახებ ია მეტრეველმა 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ია მეტრეველმა რეჟიმის მიერ მოკლულების ხსოვნას ერთად წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

„რაც სააკაშვილმა დაატრიალა, ასეთი ჯერ არ ჰქონია ქვეყანას, ეს მკვლელი, სისხლიანი, როგორ არის ცოცხალი საერთოდ და როგორც უყურებდა ფანჯრებიდან, როგორ აწამებდნენ, ჟლეტდნენ ახალგაზრდა ბიჭებს და თავისივე მოსახლეობას. ესენი პირდაპირ არიან ეშმაკის მოციქულები, მიმდევრები სატანის, მაგათთან ღმერთი ძალიან შორს არის. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ხელისუფლებას მივმართო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, დადგა უკვე ის დრო, აღარ შეიძლება ასე გაგრძელება ამდენი წელია უკვე, ამათთან ჭიდილში დავიღალეთ, როდემდე შეიძლება ქუჩაში ვიდგეთ, ამ სატანების და კრიმინალების გამო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და როგორც კი რამეს გაბედავენ მიიღონ საკადრისი პასუხი, რას ჰქვია გადატრიალება, რას ჰქვია პიკეტირება, დამთავრდა მაგათი დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს, როგორც პოლიტიკური პარტია, ისე როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში. სისხლში ცურავენ, როდემდე შეიძლება გავუძლოთ ამ ყველაფერს, მაგათ ამ პროვოკაციას, ყველაფერში ეჩრებიან, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ქვეყნის წინსვლას და გადატრიალებას, ხელისუფლება იმაზე ვეღარ ფიქრობს თუ როგორ წავიდეს ქვეყანა წინ. 4 წელია ველოდებით ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. 7 ნოემბერს არასდროს დაივიწყებს ქართველი ხალხი, იმიტომ რომ ასეთი დღე აღარასდროს დადგება ჩვენს ქვეყანაში. ქართველი არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში, თუ არადა შევეწინააღმდეგებით და არ დავუშვებთ, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, პირადად მე მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ეგენი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ მათი არ დაბრუნებისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი ხელისუფლება აღარასდროს ნახოს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,882 ნახვა
%d bloggers like this: