ex-sticky პოლიტიკა

თუ ოპოზიციას სურს რეალური დებატების გამართვა, ამის ადგილი პარლამენტია

Nusagi

ჩვენ, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა ვართ მზად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის ჩვენი საერთო გამარჯვება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ჩატარებული არჩევნების გამო ცესკო-ს თავმჯდომარესა და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„არჩევნები იყო სანიმუშოდ ორგანიზებული და ადმინისტრირებული. მინდა მადლობა გადავუხადო ცესკო-ს თავმჯდომარეს და თითოეულ თანამშრომელს უმაღლეს დონეზე ჩატარებულ არჩევნებისთვის. ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი და მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, რომ ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი ხალხის, სახელმწიფოს ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ თუ ოპოზიციას სურს საქმეზე დებატები, რეალური დებატების გამართვა, ამის ადგილი არის პარლამენტი. ჩვენ, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა ვართ მზად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის ჩვენი საერთო გამარჯვება,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: