ex-sticky პოლიტიკა

“ლელო” ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი

Nusagi

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ლელო“ ხელისუფლებას მიმართავს, დაიწყონ დიალოგი სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, რადგან ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად”.

„ლელო“ მიმართავს ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტული გზების მოსაძებნად, რადგან ყოველმა დაკარგულმა წუთმა შესაძლოა, დრამატულად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს ბედი. პარტია მზად არის დაუყოვნებლივ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: