ex-sticky პოლიტიკა

უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ საქართველოს ელჩმა უარი თქვა მასთან შეხვედრაზე

Nusagi

უკრაინის ომბუდსმენი, ლიუდმილა დენისოვა გმობს, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანას გლდანის № 18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში და მოუწოდებს უცხოეთის სახელმწიფოებს და ორგანიზაციებს, რათა უკრაინის მოქალაქის უფლებების აღდგენის მიზნით დაუყოვნებლად მოახდინონ რეაგირება საქართველოს ხელისუფლების ასეთ მოქმედებაზე.-ამის შესახებ უკრაინის ომუდსმენის მიერ 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს ომბუდსმენის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ [გლდანის მე-18] დაწესებულებაში მოთავსების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო საქართველოს პენიტენციური სამსახურის სპეციალური სამსახურის წევრებმა მას მიაყენეს სხეულის დაზიანება. № 18-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მიხეილის მისამართით მიმართავენ სიტყვიერ აგრესიას და მუქარანარევ განცხადებებს, რაც მის კამერაში ისმის. საქართველოს ხელისუფლების ასეთი ქმედება, ასეთ პირობებში სააკაშვილის ყოფნა და მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების და ასევე წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველი მუხლის დარღვევას წარმოადგენს“.

ლუდმილა დენისოვა ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ელჩმა უკრაინაში უარი თქვა მასთან შეხვედრაზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,795 ნახვა
%d bloggers like this: