ex-sticky საზოგადოება

დიდი ბრიტანეთი Sinovac-ის, Sinopharm-ისა და Covaxin-ის ვაქცინებს აღიარებს

Nusagi

დიდი ბრიტანეთი Sinovac-ის, Sinopharm-ისა და Covaxin-ის ვაქცინებს აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ორშაბათს, 22 ნოემბერს, დილის 4 საათიდან დიდი ბრიტანეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინებს აღიარებს და ინგლისში მომავალი 18 წლამდე ასაკის ყველა პირი საზღვარზე განიხილება, როგორც სრულად ვაქცინირებული“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

აღნიშნული ნიშნავს, რომ Sinovac-ით, Sinopharm-ითა და Covaxin-ით ვაქცინირებულ პირებს დიდ ბრიტანეთში ჩასვლისას კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა და მე-2 და მე-8 დღეს ტესტების ჩაბარება აღარ მოუწევთ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,795 ნახვა
%d bloggers like this: