ex-sticky პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ

Nusagi

პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციას პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას სთავაზობს. 

“მე მგონია, რომ გამოსავალი არის ასეთი. ცუდ რამეს ვამბობ, ვიცი, მაგრამ ჩემს აზრს ვამბობ. მგონია, რომ ის დიდი რაოდენობა ტალღის ერთხელ უნდა გავიჭირვოთ. ეს არ იქნება დიდი ხნით. ერთხელ, მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ. ეს არის ჩემი აზრი. არ მოსწონს ვიღაცას, ნუ მოსწონს, მე ჩემი ვთქვი, ერთი აზრი.

შიმშილი რომ შემძლებოდა, ვიშიმშილებდი, ვერ ვშიმშილობ, ჩემი გარკვეული პრობლემების გამო. მაგრამ პროტესტის ათასგვარი ფორმა არსებობს. მჯდომარე, ასე შემდეგ”,- აცხადებს თაკო ჩარკვიანი “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც ადგილზე რჩებიან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,969 ნახვა
%d bloggers like this: