ex-sticky პოლიტიკა

კელი დეგნანი და ერიკა ოლსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან

Nusagi

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებს კელი დეგნანი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი ხვდებიან.

შეხვედრაზე უკვე შევიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები – ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ზურა გირჩი ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილი.

როგორც შესვლამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საუბარი იქნება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი და მათი მიზანია, ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდონ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,969 ნახვა
%d bloggers like this: