ex-sticky სამართალი

კონსილიუმის რეკომენდაციებიდან, ადგილზე არ არის „ემერტეს“ და კათეტერიზაციის აპარატი

Nusagi

როგორც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტი ცალკე პალატაშია მოთავსებული.

მისივე თქმით, შეხვედრების ოთახამდე გზა ისეა მოწყობილი, რომ სააკაშვილს სხვა საკნებთან გავალა არ მოუწევს.

ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში.

„მისი განცხადებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოიყვანეს ამ კლინიკაში, მან იცოდა, რომ მიდიოდა სამოქალაქო კლინიკაში და ასევე ამბობს, რომ ძალის გამოყენებით შეიყვანეს უშუალოდ მე-18 დაწესებულებაში.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებას, ადგილზე არიან, მორიგეობენ რეანიმატოლოგები, გავესაუბრე მათ, მთავარ ექიმსაც. დავათვალიერე საოპერაციო, თუ ინტენსიური თერაპიის განყოფილება, რაც არსებობს. მე არ ვარ, ბუნებრივია, ექიმი და ზუსტად ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ადგილზე არის გარკვეული აპარატურა. ამ დროის მდგომარეობით, კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან, ადგილზე არ არის „ემერტეს“ აპარატი და არ არის კათეტერიზაციის აპარატი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მან აღნიშნა, რომ ტრანსპორტირების დროს ვერტმფრენი არ გამოუყენებიათ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: