ex-sticky პოლიტიკა

ლიზა იასკო: სააკაშვილის გადაყვანა უკრაინულ მხარესთან უნდა შეგეთანხმებინათ

Nusagi

რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის მეორე ცოლი ლიზა იასკო სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებასთან მივიდა და ჟურნალისტებს გაესაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მაგრამ მოატყუეს.

„სახალხო დამცველი და ადვოკატები ამბობენ, რომ ის არ იყო თანახმა, რომ აქ გადმოეყვანათ, მაგრამ იქნა გამოყენებული ძალა. ასევე მიმდინარეობს ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამ წუთებში მეც არ მაქვს შესვლის საშუალება, ამიტომ, სრული ინფორმაცია არ მაქვს. უკრაინის ხელისუფლება ძალიან შეშფოთებულია, რომ მათი განცხადებების და რეკომენდაციების მიუხედავად, ის გადაიყვანეს ადგილას, სადაც არ არის უსაფრთხო გარემო“,-განაცხადა სააკაშვილის მეუღლემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაამცირეს, რაც დიდი სირცხვილია და ახლა მთავარია, რომ ჩამოვიდეს უკრაინის ომბუდსმენი, რადგან საქმე ადამიანის უფლებებს ეხება.  

„მე მუდმივ კავშირში ვარ უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან. ისინი ყველა დიპლომატიური არხით, ფორმალური და არაფორმალური გზებით ცდილობენ, უკრაინის პოზიცია მიიტანონ საქართველოს ხელისუფლებამდე. ისინი შეშფოთებულნი არიან, რადგან თუ გადაყვანას აპირებდით, უკრაინის მხარესთან უნდა შეგეთანხმებინათ, ვინაიდან ის უკრაინის მოქალაქეა. ეს ძალიან დიდი უკანგადადგმული ნაბიჯია ევროპული ღირებულებებიდან. მე ახლახანს ჩამოვედი, მაგრამ ჯერჯერობით არ მიმიღია ნებართვა შესვლის. იმედია, მალე მივიღებ. საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ უკრაინელი დეპუტატებიც. ახლა წყდება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ისინი ამით ძალიან შეშფოთებული არიან და იმედია, ქართული მხარე ამას გაითვალისწინებს“,-განაცხადა ლიზა იასკომ.

შეგახსენებთ, დილით სააკაშვილი მისმა ადვოკატებმა მოინახულეს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,882 ნახვა
%d bloggers like this: