ex-sticky პოლიტიკა

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ და სად გიმუშავია, კაცს ისე ხვდებიან, როგორც იმსახურებს!

Nusagi

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მაია ბათიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“რეჟიმის დროს, მისი მეუღლის საპატიმროში შესვლას იხსენებს.

„ირაკლი “გრობში” ჰყავდათ მეშვიდეში, (ასე ეძახდნენ მე-7-ს) სადაც სამუდამოები უმძიმესი დანაშაულებით ისხდნენ. მათ შორის, შევარდნაძის დროს გასამართლებულებიც იყვნენ.

მიშას ეგონა, ქართული უშიშროების ყოფილ მინისტრს და პარლამენტში ძალოვნების კომიტეტის თავმჯომარეს უკიდურესად აგრესიულად დახვდებოდნენ ციხეში, მაგრამ ირაკლი რომ შევიდა იმ ციხეში, პატივისცემით, სიყვარულით და მხარდაჭერით სავსე შეძახილებით და მისალმებით შეხვდა ყველა პატიმარი.

ასე იყო მე-7-შიც და ზონაზეც. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ და სად გიმუშავია, მნიშვნელობა აქვს ყველგან ღირსეული ადამიანი იყო. კაცს ყველგან ისე ხვდებიან, როგორც იმსახურებს!“,-წერს მაია ბათიაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანას პატიმრები გინებით შეხვდნენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: