ex-sticky Uncategorized

ნიკა მელია – ღამისთევა და ენერგიის გამოცლა საჭირო არ არის

Nusagi

ღამისთევა, როგორც ასეთი და ენერგიის გამოცლა არ არის საჭირო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, შეკრება და აქციების გამართვა მოხდება დილიდან. როგორც მან აღნიშნა, ბრძოლა იქნება დამღლელი. მელიას განცხადებით, ხვალ დილიდან, 11:00 საათზე, სამ ადგილას ერთდროულად გაიმართება აქცია: იუსტიციის სამინისტროსთან, ე.წ.მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან.

„ამასთან, მეოთხე ადგილასაც იქნება აქცია, რომელსაც განგებ არ დავასახელებ და ასე იქნება ყოველ დღე. შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვება – ისტორიული გამარჯვება სხვანაირად არ მოდის. ღამისთევა, როგორც ასეთი და ენერგიის გამოცლა თქვენს და სხვა ადამიანებისგან, არ არის საჭირო. დილიდან ჩვენ უნდა გამოვაცალოთ ენერგია რეჟიმს და არა ღამისთევით რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. აპრობირებული მეთოდი არის ბრძოლის, გაშლა სხვადასხვა ფრონტზე. წუწუნის დრო და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის“, – განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,969 ნახვა
%d bloggers like this: