ბიზნესი

ხათუნა ხოფერია: ჩემი ქალაქის საუკეთესო რესტორანი! ჭიჭიკო გოლეთიანს ჩვენი მადლობა

Nusagi

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში რესტორან „კახელებში“ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და რესტორნის მფლობელს, ჭიჭიკო გოლეთიანს მადლობას უხდის ნაღი ქართული სამყაროს შექმნისთვის.

ამ ფორმით პოლიტიკოსი უერთდება სოციალურ ქსელში წამოწყებულ კამპანიას, რომლითაც ფეისბუქმომხმარებლები ჭიჭიკო გოლეთიანს თანადგომას უცხადებენ. 

ხათუნა ხოფერიასთან ერთად ფოტოებზე ჩანან საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა და ტელეკომპანია „სალტეს “ დამფუძნებელი სოსო მანჯავიძე. 

„გენაცვალეთ “ კახელებო”!!! ჩემი ქალაქის საუკეთესო რესტორანი!!! ჭიჭიკო გოლეთიანს ჩვენი მადლობა ამ საოცარი, ნაღდი ქართული სამყაროს შექმნისთვის!“,-წერს ხათუნა ხოფერია. 

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ „კახელების“ მფლობელი ჭიჭიკო გოლეთიანი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კრიტიკის ობიექტი გახდა. მიხეილ სააკაშვილზე გამოქვეყნებულ უარყოფითი პოსტის გამო ჭიჭიკო გოლეთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ბულინგის ობიექტიც გახდა. ამის შემდეგ ფეისბუქმომხმარებელთა ნაწილმა ბიზნესმენის მხარდასაჭერად მის რესტორანში სტუმრობა დაგეგმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,412 ნახვა
%d bloggers like this: