ex-sticky პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ეს ბავშვი სრულწლოვანია? ბოლშევიკებზე უარესები ხართ

Nusagi

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ციხის თანამშრომლის შვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჟურნალისტების მიერ სახლში მივარდნები ყოველგვარი სტანდარტის დარღვევაა.

„ყველანაირი სტანდარტის დარღვევა, სახლში მივარდნები, აგრესიის გაღვივება…

მოსახლეობის რეაქცია მიკროფონიან ჟურნალისტებზე აისახება ხოლმე, თუმცა დამნაშავეები ამათი უფროსებია, მფლობელები, მათ უკან მდგომი პარტიები.

მკვლელების, თავდაცვის ბიუჯეტის ქურდების ბიოტელევიზიებს სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ. აქციებიც მოუხდებათ. გითმენთ ჯერ ხალხი.

ეს ბავშვი სრულწლოვანია? რომც იყოს, ოჯახებს რატომ უვარდებით? ბოლშევიკებზე უარესები ხართ. ინტერვიუ თუ გინდათ, ციხის ან სამინისტროს მისამართი არ იცით?

სააკაშვილის სინდიკატია 25 წელზე მეტია ატერორებთ მოსახლეობას“,-წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გიგი უგულავამ გუშინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ციხის თანამშრომელის ვინაობა დაასახელა, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, შეურაცხყოფა მიაყენა და მის შვილებს მიმართა, რომ მათ და მათმა კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამამისი ჯალათია. ტვ-პირველი კი, ციხის თანამშრომლის სახლში მივიდა და მის შვილს სხვადასხვა კითხვები დაუსვა. აღნიშნულ ფაქტს უფლებადამცველთა ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: