ex-sticky პოლიტიკა

არც ერთ გაშიფრულ თუ გაუშიფრავ აგენტს იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენსაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ აკეთებს

Nusagi

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსული საქმის კეთებას კვლავაც განაგრძობს და პროდასავლურობას იბრალებს.

„არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა და დღესაც აკეთებს. ამიტომ ძალიან ყალბია მათი „სიბრაზე“ და ის „ანტირუსული კამპანია“, რომელსაც ისინი განახლებული ენერგიით აწარმოებენ!

ჯერ ამაზე უპასუხონ ქართულ საზოგადოებას, რატომ დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ!

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამაში რუსული საქმის მკეთებელი ფსევდომედასავლეთეები ხელს ვერ შეგვიშლიან!“ – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,969 ნახვა
%d bloggers like this: