ex-sticky პოლიტიკა

თქვენი ხელისუფლება თუ მიგორდა 29 ნოემბრამდე, პირობას გაძლევთ, თქვენი გადაშენების თარიღი იქნება

Nusagi

პირობას გაძლევთ, 29 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის თარიღი კი არ არის, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ჩანიშვნა, არის ცინიზმის მწვერვალი.

„29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა არის ცინიზმის მწვერვალი. მათ დღეს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს შუამდგომლობაზე, პროცესის ჩანიშვნით 29-ში. მიხეილ სააკაშვილზე თქვეს მათ, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება და 29-ში განვიხილავთ ამ საკითხს მის გარეშე, რადგან ცოცხალი არ იქნებაო. ეს არის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეუბნები, მიხეილ სააკაშვილი იქნება ცოცხალი და თქვენ არ იქნებით მოსამართლეები, მაღლა მზე იქნება და ეს ასე იქნება. მიხეილ სააკაშვილი 29-შიც ცოცხალი იქნება, იმის მერეც და 29-მდე როგორმე თქვენი ხელისუფლება თუ მიგორდა თავის სასამართლო ხელისუფლებიანად, ყველანაირ ხელისუფლებიანად, ამაზე იფიქროთ, გირჩევნიათ. პირობას გაძლევთ, კვლავ გეუბნებით, 29 მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის თარიღი კი არ არის, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,969 ნახვა
%d bloggers like this: