ex-sticky ხელოვნება და კულტურა

ლეონარდო დიკაპრიო ახალ ფილმში ყველაზე საშიში სექტის მეთაურის, ჯიმ ჯონსის როლს განასახიერებს

Nusagi

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ლეონარდი დიკაპრიომ შესაძლოა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშად აღიარებული სექტის ხელმძღვანელის, ჯიმ ჯონსის როლი შეასრულოს.  ამჟამად მსახიობი სტუდია MGM-სთან მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზეა. 

დიკაპრიო ფილმის პროდიუსერიც იქნება. გამოცემა „დედლაინის“ ინფორმაციით, სცენარის ავტორი იქნება სკოტ როზენბერგი, რომელიც ცნობილია ფილმებით „ჯუმანჯი“ და „გატაცება 60 წამში“. 

ჯიმ ჯონსი 1955 წლიდან ხელმძღვანელობდა სექტას სახელწოდებით „ხალხის ტაძარი“. 1974 წელს სექტის მიმდევრებმა დააარსეს სოფელი „ჯონსთაუნი“ გაიანას ჯუნგლებში და მსოფლიოსგან მოშორებით დაიწყეს ცხოვრება. სოფელში იყო არაადამიანური პირობები, წამება. თუმცა მიუხედავად ამისა, სექტისგან თავის დაღწევის სურვილი თითქმის არავის ჰქონდა. 

1978 წლის 18 ნოემბერს 918-მა სექტის წევრმა, მათ შორის 200-მა ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,969 ნახვა
%d bloggers like this: