ex-sticky პოლიტიკა

ნედ პრაისმა სააკაშვილთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმის“ კითხვას უპასუხა

Nusagi

კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ მიერ დასმული კითხვის პასუხად სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება.

„ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას, აქამდე – ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაკავებას და ახლა – მისდამი მოპყრობას, მათ შორის, საქართველოს ომბუდსმენის განცხადებას, რომელიც იწვევს შეშფოთებას პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ განცხადების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ვიცით, ყოველთვის და ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კერძო ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: