ex-sticky პოლიტიკა

ღია წერილი საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს ქ-ნ კენი დეგნანს და ბ-ნ კარლ ჰარცელს

Nusagi

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ღია წერილი საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს ქ-ნ კენი დეგნანს და კარლ ჰარცელს

საქართველოს მოქალაქეებმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში დაამტკიცეს ტოტალიტარული რეჟიმის მიუღებლობა და მისწრაფება დასავლური ღირებულებების მიმართულებით, რისი გამოხატულებაც იყო დისიდენტური მოძრაობა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ მისწრაფებებმა ფორმალიზებული სახე მიიღო საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ ხელმოწერილ არაერთ ხელშეკრულებაში თუ დოკუმენტში. საქართველოს დასავლური მისწრაფებების გამო, დღეს ქვეყნის ტერიტორიის 1/5 ოკუპირებულია, თუმცა, ჩვენი მოქალაქეები არ ღალატობენ დემოკრატიულ იდეალებს და ამ მისწრაფებებში დასავლეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვთ.

ამ ფონზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები (აშშ და ევროკავშირის ქვეყნები) საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასებისას, ეყრდნობიან მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიღებულ ინფორმაციას, ამასთან, ამ ორგანიზაციების ნაწილი პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დანამატებად.

ასეთი წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციებზე დამყარებული თქვენი განცხადებები არცთუ იშვიათად იძენს ცალმხრივ და მიკერძოებულ ხასიათს. მოგიწოდებთ, რომ თქვენი განცხადებები დააფუძნოთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა უფრო ფართო წრისგან მიღებული ინფორმაციების ანალიზს, რათა გამოირიცხოს ამ განცხადებების ცალმხრივობის და მიკერძოებულბის განცდა.

გამოვთქვამთ მზაობას, აღნიშნულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები პირადად შეგხვდნენ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე US Embassy Tbilisi, Georgia European Union in Georgia ქართული ოცნება / Georgian Dream ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze Mamuka Mdinaradze შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,844 ნახვა
%d bloggers like this: