ex-sticky საზოგადოება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, „ნაცმოძრაობის“ აქციის მონაწილეებს კორპუსიდან სავარაუდოდ, ქვები დაუშინეს

Nusagi

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობდა, კორპუსიდან სავარაუდოდ, ქვები ისროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 2 ადამიანი.

როგორც „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, ქვები სავარაუდოდ, სახურავიდან ისროლეს.

„სახურავიდან ისროლეს ორი ქვა და თავი გაუტეხეს. კრიმინალების მფარველებო, არ გრცხვენიათ?! ამ ქვამ რომ ვინმე იმსხვერპლოს, გადაირიეთ თქვენ?!“,-აღნიშნა მელიამ.

ერთ-ერთ დაშავებულს ქვა თავში მოხვდა, როგორც თავად ამბობს, დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა.

“რომ მომხვდა მაღლიდან, უცბად ავიხედე… მეექვსე სართული იყო. მოვიდა პოლიცია, ვუთხარი, რომ ბეტონის ნამტვრევი გადმოაგდო და თავში მომხვდა”, – თქვა დაშავებულმა, თამაზ სტეფნაძემ.

მისივე თქმით, ის მსუბუქად დაშავდა.

„არაფერი არ არის , უბრალოდ მომხვდა“,-აცხადებს დაშავებული.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,882 ნახვა
%d bloggers like this: