ex-sticky სელებრითები

მეგან მარკლმა კაბის მეშვეობით, სამეფო ოჯახს დაშიფრული გზავნილი გადასცა

Nusagi

ნიუ-იორკში, გალა-საღამოზე დასასწრებად, მეგან მარკლი გამოცხადდა Carolina Herrera-ს ალისფერი კაბით , რომელიც მედიის შეფასებით, სამეფო ოჯახის ზრდასრული წევრისთვის საკმაოდ თამამად გამოიყურება.

გამოცემები წერენ, რომ დაბალი დეკოლტე, მოშიშვლებული ზურგი და ღრმად შეჭრილი ქვედა ბოლო სამეფო პროტოკოლს არ შეესაბამება, თუმცა ტიტულზე უარის თქმის შემდეგ მეგან მარკლმა მოდური თავისუფლება მოიპოვა.

ELLE წერს, რომ ძალაუნებურად, გონებაში ამოტივტივდება ცნობილი „შურისძიების კაბა“, რომელიც პრინცესა დიანამ მისი ქმრის ღალატის გახმაურების შემდეგ ჩაიცვა.

მეგანმა, რომელმაც თავის დროზე სამეფო ოჯახიდან ბევრი დაფარული ინფორმაცია გამოიტანა, ამჯერად ზედმეტი სიტყვების გარეშე მოახერხა თავისი სათქმელის გადაცემა. მან სამეფო ოჯახის პროტოკოლსა და წესების მიმართ თავისი დამოკიდებულება თამამი კაბით გამოხატა.

მარჯვე ხელში მოდა ყოველთვის ძლიერი იარაღია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: