ex-sticky პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს კონკრეტული პირობით

Nusagi

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეულ პირობას აყენებს.

როგორც ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა, სააკაშვილი ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, მაგრამ აყენებს დათქმას, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუკი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესისთვის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა.

„მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა, რომლის გარეშეც შიმშილობა არ შეწყდება.

შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, ამიტომაც გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი. ამას გარდა, წარმოუდგენელია ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და მათი ძალადობის კადრები დღეს იხილეთ.

ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ ჰოსპიტალიდან – იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის დამკვეთია. შესაბამისად, ვითხოვ, ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა მეთოდით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლობის თანაბარი ექიმების შემადგენლობით. მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ, სავალდებულო, რასაც მე დავემორჩილები უპირობოდ და დაემორჩილება ხელისუფლებაც. ამ ვითარებაში, როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ“, – ნათქვანია სააკაშვილის წერილში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: