ex-sticky პოლიტიკა

ნიკა მელია: მივესალმებით მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას

Nusagi

მე და მისი მეგობრები მივესალმებით მის გადაწყვეტილებას – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოპოზიციის, მიხეილ სააკაშვილის გეგმა არის ამ ქვეყნის განვითარება და არა ხელისუფლების რეჟიმის ანკესზე წამოგება და პროვოკაციაში ჩათრევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, რომ ის მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეულ პირობას აყენებს.

ნიკა მელიას თქმით, მათი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნაა, რაც მისი შეფასებით, ძალისხმევით, მოთმენით და არაძალადობრივი ხანგრძლივი პროტესტით მიიღწევა.

„მწვავე პროტესტი არაძალადობრივი, ყოველდღიური, დისციპლინირებული, ხანგრძლივი, ორგანიზებული და უწყვეტი უკვე ყველა ვრწმუნდებით, რომ თავის შედეგს იღებს. ვწრმუნდებით, რომ ეს პროტესტის ის ფორმაა, რომელიც არ შედიოდა და არ შედის რეჟიმის ფორმებში, მაგრამ შედის ამ ქვეყნის მომავლის გეგმებში და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შუალედური ამოცანა არის მხოლოდ უახლოეს პერიოდში ჩვენთვის შესასრულებელი და გადასაწყვეტი, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის საპყრობილედან დახსნას. მე და მისი მეგობრები მივესალმებით მის გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოპოზიციის, მიხეილ სააკაშვილის გეგმა არის ამ ქვეყნის განვითარება და არა ხელისუფლების რეჟიმის ანკესზე წამოგება და პროვოკაციაში ჩათრევა, რასაც გეგმავდა ხელისუფლება და რეჟიმი, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. ყველა ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დახსნასთან ერთად ჩვენი ამოცანაა გადავწყვიტოთ საკითხი, რა გვინდა ვიყოთ – დასავლური, ცივილიზებული სახელმწიფო თუ რუსეთის უკანა ეზო. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის მხოლოდ ივანიშვილის პირადი შურისძიება მის წინააღმდეგ, არამედ ეს არის ძღვენი პუტინთან, მაგრამ არაუშავს, დიდი გამარჯვებები ასე მოდის – დიდი ძალისხმევით, მოთმენით და არაძალადობრივი ხანგრძლივი პროტესტით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: